დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი რესტორანი „სოხუმის ეზო“ გაიხსნა
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
რესტორანი სტუმრებს ქართულ-ევროპულ კერძებს და დაუვიწყარ მუსიკალურ საღამოებს სთავაზობს.

„სოხუმის ეზო“ ხინკლის მოყვარულებს განსაკუთრებულ კულინარიულ თავგადასავალს ჰპირდება. მენიუში ხინკლის მრავალფეროვანი არჩევანია: ქალაქური, შემწვარი, ნადუღი, სოკოთი და საბავშვო.

გემრიელ კერძებთან ერთად, მომხმარებლების განწყობაზე ცოცხალი მუსიკის ჰანგები და თანამედროვე ელექტრონული მუსიკის რიტმები იზრუნებენ.

რესტორნის მისამართია: ზუგდიდი, ცოტნე დადიანის ქ, 47.

Print