Error
რეგიონი
ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე გატაცებები გრძელდება
აფხაზეთის ოკუპირებულ ტეიტორიაზე გატაცების კიდევ 2 ფაქტი დაფიქსირდა. 2 დღის წინ ბოროტმოქმედებმა სოფელ სიდას მკვიდრი ციალა ლეჟავა, გალის რაიონის სოფელ ხუმუშკურში გაიტაცეს, ასევე გატაცებულია სოფელ ზემო ბარღების მკვიდრი გოგიტა ძანძავა. მომხდართან დაკავშირებით აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ ოჯახი შეშინებულია და საქმეში მათ ჩარევაზე უარს ამბობს. აფხაზეთის მთვაობაში სამეგრელოს წარმომადგენლობის პრესასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე ხათუნა გუჩუა აცხადებს, რომ გამტაცებლები უკვე დაუკავშირდნენ გატაცებულების ოჯახის წევრებს და გამოსასყიდი თანხა მოსთხოვეს, თუმცა თანხის რაიოდენობა მათთვის უცნობია, მათ ასევე არ აქვთ ინფორმაცია თუ რა ვითარებაა ამჟამად გატაცებების საქმესთან დაკავშირებით.
Print