რუსმა მესაზღვრეებმა ქარელის რაიონის სოფელ ღოღეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის გავლების სამუშაოები განაახლეს. მესაზღვრეები, სოფლის მთელ პერიმეტრზე, ერთი კვირის წინ დამონტაჟებული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების გასწვრივ, მავთულხლართებს ამონტაჟებენ.
ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ღოღეთის კუთვნილი 15 ჰექტარი მიწის ფართობი მოექცა.
ამასთან, საოკუპაციო ზოლის მიმდებარედ არსებული სოფლების მაცხოვრებლები ხელისუფლებისგან დაპირებული შეშის ვაუჩერების დარიგებასაც ითხოვენ.
მოსახლეობა აცხადებს, რომ საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ტყეში შეშის მოსაჭრელად შესვლას ვერ ახერხებენ, სხვა გასათბობი საშუალების შესაძენად კი სახსრები არ გააჩნიათ.
მასალის გამოყენების პირობები