2013 წლის 2 დეკებერს, სოხუმის რაიონის ეშერის ქუჩის ერთ–ერთ მიტოვებულ სახლში, 9 წლის ვარჯინე სურმენელიანის გვამი აღმოაჩინეს. გოგონა გუმისტის საშუალო სკოლის მე – 4 კლასის მოსწავლე იყო. მისი ოჯახი ასევე სოხუმის რაიონის გუმისტის ქუჩაზე ცხოვრობს.
ძალადობრივი სიკვდილის ნიშნებით, გოგონას გვამი მამამისმა აღმოაჩინა. სოხუმის რაიონულმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის მუხლით აღძრა.
გუშინ ალექსანდრე ანქვაბმა დე ფაქტო გენ–პროკურატურას, სისხლის სამართლის საქმის კონტროლზე აყვანა და სასტიკი მკვლელობის უმოკლეს ვადებში გამოძიება დაავალა.
http://apsnypress.info
მასალის გამოყენების პირობები