Error
რეგიონი
სოხუმი არალოგიკურად მიიჩნევს უნგრეთის მიერ საქართველოს ნეიტრალური პასპორტების აღიარებას
სოხუმმა შეშფოთებით მიიღო ინფორმაცია უნგრეთის მიერ საქართველოს ნეიტრალური პასპორტების აღიარების შესახებ. ამასთან დაკავშირებით დე ფაქტო საგარეო საქმეთა უწყება შეშფოთებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ უნგრეთის ქმედებები სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ლოგიკაში ვერ თავსდება. განცხადებაში ნათქვმია, რომ თავად საქართველოშიც, ზოგიერთი ოფიციალური პირი სკეპტიკურად უყურებს «ნეიტრალური პასპორტების», როგორც დე ფაქტო აფხაზეთის მცხოვრებთათვის სამგზავრო დოკუმენტის ამოქმედების იდეას. მათივე თქმით, ევროკავშირის ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, „ნეიტრალური პასპორტებით“ ორი წლის განმავლობაში ძალიან ცოტა ადამიანი დაინტერესდა, რაც ფაქტიურად ამ პოლიტიკის ჩავარდნას ნიშნავს. აქვე ნათქვამია, რომ იცვლება აშშ –ის მიდგომა დე ფაქტო აფხაზეთის მცხოვრებთათვის თავისუფალი გადაადგილების უფლების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. სოხუმი აცხადებს, რომ ნეიტრალურ პასპორტებთან მიმართებაში მისი პოზიცია სამართლებრივი, პოლიტიკური და მორალურ– ეთნკური თვალსაზრისით უცვლელი რჩება. აქვე ნათქვამია, რომ უნგრეთის მცდელობამ მზრუნველობა: გამოხატოს აფხაზეთის მცხოვრებთა განუყოფელი უფლებები, მათ შორის გადაადგილების, დაკავშირებით, საპირისპირო შედეგი გამოიღო. დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინსტრო თვლის, რომ უნგრეთის გადაწყვეტილება არალოგიკურია და დროის მოთხოვნებს ჩამორჩება და იმედს გამოთვქამს, რომ ამ ქვეყნის ხელისუფელბა გადახედავს თავის გადაწყვეტილებას და გადააფასებს პოლიტიკურ პროცესებს სამხრეთ კავკასიის რეგიონში. mfaapsny.org
Print