Error
რეგიონი
საქართველოს საგარეო უწყება ლეონიდ თიბილოვის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გადამწვარი, ეთნიკური წმენდის შედეგად დარჩენილი ქართული სოფლების თამარაშენი ქურთა, კეხვი და აჩაბეთი, ნარჩენების გაუქმების თაობაზე ცხინვალის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ამ დისკუსიებში მონაწილე საერთაშორისო ორგანიზაციებს სასწრაფოდ დააყენონ ეს საკითხი ოფიციალურ მოსკოვთან კონტაქტებში და უზრუნველყონ გადაწყვეტილების სწრაფი გაუქმება",- ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების ოფიციალურ განცხადებაში. შეგახსენებთ რუსული და ოსური მედიით გუშინ გავრცელდა ლეონიდ თიბილოვის განცხადება, რომლის მიხედვითაც, ცხინვალთან ახლოს მდებარე ქართული სოფლებში დარჩენილ სახლებს დაანგრევენ. როგორც თიბილოვმა განაცხადა, სახლების ადგილას სამრეწველო და სოფლის მეურნეობის ობიექტები განთავსდება. დე-ფაქტო მთავრობა სოფლებისთვის არც ძველი სახელების შენარჩუნებას აპირებს. "ეს ტერიტორიები, როგორც დასახლებული ადგილები, აღარ იარსებებს", -აღნიშნა ე.წ. პრეზიდენტმა. შეგახსენებთ ოსური მედიის ინფორმაციით, სულ საუბარია 8 დასახლებულ პუნქტზე, მათ შორისაა - თამარაშენი, ქურთა, კეხვი, აჩაბეთი.
Print