Error
რეგიონი
უკრაინის სადესანტო გემი რუსი სამხედროების შტურმის მოსაგერიებლად ემზადება
უკრაინის შეიარაღებული ძალების სადესანტო გემი "კონსტანტინ ოლსანსკი", რომელიც დონუზლავში იმყოფება, რუსი სამხედროების შტურმის მოსაგერიებლად ემზადება. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ყირიმის მედია-ცენტრის ხელმძღვანელმა, ვლადისლავ სელეზნიოვმა განაცხადა. მისი თქმით, სადესანტო გემი ამ დროისთვის ნავმისადგომთან იმყოფება. "გემი შტურმისთვის ემზადება. მასზე უკრაინის დროშაა აღმართული", - განაცხადა სელეზნიოვმა. ipn
Print