Error
რეგიონი
აფხაზური მხარე: ჟენევაში კვლავ გავამახვილებთ ყურადღებას თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმებაზე საქართველოსთან
ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებათა რიგით 27- რაუნდი იმართება. აფხაზური მხარის ინფორმაციით, აფხაზურ დელეგაციას .. საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა ხელმძღვანელებს. „დისკუსიები ორი სამუშაო ჯგუფის ფორმატში წარიმართება - უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების. უსაფრთხოების ჯგუფში, აფხაზური მხარე კვლავ აპირებს ყურადღება გაამახვილოს იურიდიულად სავალდებული თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმებაზე საქართველოსთან",_ წერს აფხაზური მხარე. მათივე ინფორმაციით, მიმდინარე ეტაპზე დისკუსიის მონაწილენი ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივ შეთანხმებაზე მუშაობენ, რომელსაციურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს". შეხვედრის ამ რაუნდზე ასევე ისაუბრებენ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების გალის შეხვედრების განახლების საკითხზე.


Print