Error
რეგიონი
2015 წლიდან დე ფაქტო აფხაზეთში ახალი პასპორტები ამოქმედდება
  ოკუპირებული რეგიონებისთვის ენგური ხიდის გადალახვის კიდევ ერთი საშუალებაა .. აფხაზური პასპორტები და ყოფილი საბჭოთა პასპორტები. ადგილობრივ მცხოვრებთა უმრავლესობას, ქართულ პასპორტთან ერთად ეს დოკუმენტებიც აქვს. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში პასპორტების თემა აქტიურად განიხილება დე ფაქტო აფხაზეთის ყველაზე რეალური პოლიტიკური დაჯგუფების მიერ.

თავიდან, მათ მოითხოვეს, დაედასტრებინათ, ყალბია თუ არა გალში, ყვარჩელსა და ოჩამჩირეში გაცემული პასპორტები, ამჯერად .. პარლამენტში ხმათა უმრაველესობით მიიღეს დადგენილება, რომლის თანახმად, ამ რეგიონებში მცხოვრებ, ქართველოს მოქალაქეებისთვის, გაიცემა ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან.

აფხაზეთის მოქალაქის პასპორტები, რომლებიც გაიცა გალის, ოჩამჩირეს და ტყვარჩელის რაიონების ადმინისტრაციებთან არსებული კომისიების მიერ , კანონით დადგენილი პროცედურების დარღვევით, ვერ დაადასტურებენ აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეობას.

"აფსნიპრესის" ცნობით, საოკუპაციო რეჟიმის მინისტრთა კაბინეტს მიეცა რეკომენდაცია, სადაც ვკითხულობთ,რომ"2015 წლიდან ამოქმედდეს ე.წ.აფხაზეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი პასპორტის ახალი ბლანკი, რომელიც დაცვის საერთაშორისო ნორმებით იქნება შექმნილი".
       
Print