Error
რეგიონი
აფხაზეთის ე.წ. გენპროკურატურამ რუსეთს დანაშაულში ეჭვმიტანილი მაისურაძე გადასცა
აფხაზეთის ე.წ. გენერალურმა პროკურატურამ რუსეთს ჩრდილოეთ ოსეთში ჩადენილ დანაშაულში ეჭვმიტანილი ზახარ ნანიევი (მაისურაძე) გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ნანიევს, იგივე მაისურაძეს, რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე მძიმე დანაშაულის ჩადენაში ედება ბრალი. გამოძიების ვერსიით, 2009 წლის ივნისში, მაისურაძემ, თანამზრახველებთან ერთად ჩრდილოეთ ოსეთის მკვიდრი გაიტაცეს და ვლადიკავკაზში გადაიყვანეს. მძევალის გასათავისუფლებლად გამტაცებლებმა 200 ათასი ევრო მოითხოვეს. დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ნანიევი მიიმალა და მასზე ძებნა იყო გამოცხადებული. მის კვალს ოკუპირებულ აფხაზეთში მიაკვლიეს.
Print