სოფელ ხურვალეთიდან გატაცებული სამი ქალბატონი 6 000 რუბლის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. ხურვალეთის მოსახლეობა დაკავებულების გათავისუფლებისთვის მადლობას ოს მეზობლებს უხდის და აცხადებს, რომ ჯარიმაც მათ გადაიხადეს.
რუსუდან ხუროშვილი, ზეინაბ ხარხელი და ლალი ხუროშვილი ე.წ. რუსმა მესაზღვრეებმა ქართული მხარის მიერ კონტროლირებად სოფელ ხურვალეთში 25 აპრილს, ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები