Error
რეგიონი
საჩხერის რაიონიდან გატაცებული ხუთი ქართველი გაათავისუფლეს
ე.წ. რუსმა მესაზღვრეებმა საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულიდან გატაცებული ხუთი ქართველი გაათავისუფლეს. მათ ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის 100-100 ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრათ. ამ დროისათვის ცხინვალის იზოლატორიში კიდევ, საქართველოს 13 მოქალაქე რჩება. საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულის მიმდებარე ტერიტორიიდან, რუსმა სამხედროებმა რამდენიმე ქართველი 2 მაისს გაიტაცეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს.
Print