Error
რეგიონი
ცხინვალის მხარემ 17 ქართველი გაათავისუფლა
ცხინვალის მხარემ დაკავებული 17 ქართველი გაათავისუფლა. აღნიშნული ინფორმაცია, საჩხერის გამგებლის მოადგილე ელგიზ ქიმაძემ დაადასტურა. გათავისუფლებულებისგან 15 საჩხერის მკვიდრია, 2 კი-ხაშურის რაიონიდან არის. ბოლო პერიოდში, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, ოსურმა მხარემ, ჯონჯოლის საკრეფად წასული 20-მდე ქართველი დააკავა.
Print