ცენტრალური ნიგერიის ქალაქ ჯოსაში მომხდარი აფეთქებების შედეგად 200 ადამიანი დაიღუპა, ათამდე - დაიჭრა. ცენტრალურ ბაზართან პარკირებულ სატვირთო მანქანასა და იქვე მდგარ მიკროავტობუსში ბომბი აღმოჩნდა.აფეთქებები ზედიზედ, 20 წუთის ინტერვალით მოხდა. დაღუპულთა რაოდენობა ზუსტდება. ტერაქტის განხორციელებისთვის პასუსხისმგებლობა არავის აუღია საკუთარ თავზე, თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების აზრით, ტერაქტი ექსტრემისტული დაჯგუფება „ბოკო ჰარამ“-ის მიერ იყო ორგანიზებული, რომელიც ქვეყნის ისლამიზაციისთვის იბრძვის.
ისლამისტმა-ბოევიკებმა უკვე მოაწყვეს რამდენიმე ტერაქტი. ერთი თვის წინ მათ მძევლად აიყვანეს ქალაქ ჩიკობას სკოლის 300 მოსწავლე გოგონა. ნიგერიაში გრძელდება მასობრივი მანიფესტაციები:“ დააბრუნეთ ჩვენი გოგონები !” აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან უფრო გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვენ და ბრალს სდებენ მას უნიათობაში. სამშაბათს, ნიგერიის პარლამენტმა გაახანგრძლივა საგანგებო მდგომარეობა ჩრდილოეთის სამ შტატში, რომლებშიც „ბოკო ჰარამი“ მოქმედებს.
მასალის გამოყენების პირობები