ბაბუშერის საძმო სამარხიდან თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული კიდევ 18 ქართველი მეომრის ცხედარი თბილისში გადმოასვენეს.
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის დავით დარახველიძის ინფორმაციით, ცხედრები ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
მათი იდენტიფიცირება დაახლოებით 6 თვის განმავლობაში მოხდება.
მინისტრის თქმით, დღეს განხორციელდა ბაბუშერას საძმო სამარხიდან კიდევ 18 თანამემაულის ცხედრის გადმოსვენება. კვირას კი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდება პანაშვიდი გმირების სულის მოსხსენებლად.
ბაბუშერის სასაფლაოდან ამ დროისთვის სულ 31 ცხედარია გადმოსვენებული.
1992-1993 წლებში აფხაზეთში მომხდარი შეიარრაებული კონფლიქტისას დაღუპული მეომრების ნეშტების გადმოსვენების პროცესი "წითელი ჯვრის" ორგანზიებით ხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები