Error
რეგიონი
აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტმა ანქვაბს გადადგომა შესთავაზა
აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა, რომელიც გუშინ, 21.00 საათზე საგანგებოდ შეიკრიბა, ე.წ. პრემიერმინისტრ ლეონიდ ლაკერბაიას უნდობლობა გამოუცხადა, დე ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრ ანქვაბს კი მიმართა, საკუთარი ნებით დათმოს პრეზიდენტობა და გადადგეს. ამის შესახებ "ინტერფაქსი" იუწყება. აღნიშნულ გადაწყვეტილებას სხდომაზე მყოფი 21 დეპუტატიდან ხმა 20-მა მისცა. დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ე.წ. პარლამენტის მიერ მიღებული აღნიშნული დადგენილება მიღებულია აფხაზეთში შექმნილი დაძაბული ვითარებისა და საზოგადოებრივი თანხმობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად. ამ დროისთვის, 27 მაისს ოპოზიციის მიერ დაკავებული ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან უვადო მიტინგი მიმდინარეობს, რომელზეც ანქვაბის გადადგომას ითხოვენ. ოპოზიციამ განაცხადა, რომ საკუთარ თავზე იღებს რესპუბლიკის მმართველობასა და კოალიციური მთავრობის ფორმირებას.
Print