ავღანეთის დედაქალაქის აეროპორტში მომხდარი აფეთქებისას დაღუპულთა შორის შასაძლოა რუსი პილოტებიც იყვნენ, BBC –s ინფორმაციით ამას ავღანელი პოლიციელებიც ადასტურებენ.
გარდა რუსი პილოტებისა, აფეთქებულ მიკროავტობუსში სამხრეთაფრიკელი მფრინავებიც იყვნენ. დაზუსტებული ინფორმაციით დაღუპულთა რაოდენობა ცხრას აღწევს. თვითმკვლელი ქალი მცირე ზომის სედანით შეეჯახა მიკროავტობუსს, რომელსაც ერთ-ერთი კერძო ავიაკომპანიის მფრინავები გადაჰყავდა.
ავღანეთის "1 არხი“- ს ინფორმაციით, დაღუპულები კომპანია ACS-ში მუშაობდნენ.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სამხედრო-პოლიტიკურმა ორგანიზაციამ "ავღანეთის ისლამური პარტია“ აიღო თავის თავზე და განაცხადა, რომ აფეთქება ანტიისლამისტური ფილმის "მუსულმანთა უმანკოება " წინააღმდეგ მიმართული შურისძიების აქტი იყო.
ამასთან ავღანეთში რუსეთის ფედერაციის საელჩოს პრეს-ატაშე სტეპან ანიკეევი უარყოფს ინფორმაციას ქაბულში რუსი მფრინავების დაღუპვის შესახებ - წერს BBC
მასალის გამოყენების პირობები