Error
რეგიონი
აფხაზეთში განლაგებულ რუსეთის სამხედრო ბაზაზე ახალ ხელსაწყოს შეისწავლიან
რუსეთის ფედერაციის სამრეთ სამხედრო ოლქში, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე დისლოცირებულ სამხედრო ბაზაზე, რადიაციული და ქიმიური ნივთიერებების გავრცელების ადგილის განმსაზღვრელ ხელსაწყოებს შეისწავლიან. „Абхазский узел’’ - ის ინფორმაცით ორი კვირის განმავლობაში რუსი სამხედროები იმ ქმედებათა თანამიმდევრობას შეისწავლიან, რომლებიც რადიოაქტიური, ქიმიური და ბიოლოგიური მოწამვლის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს. ახალი გამზომების გამოყენება საჭიროების შემთხევევაში გამოავლენს მომწამვლელი ნივთიერებების გავრცელების არეალს, ტექნოგენური ავარიების თუ კატასტროფების შემთხვევაში, რაც სამოქალაქო მოსახლეობის დროული ევაკუაციისა და დახმარების საშუალებას მისცემს სამხედროებს. რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქის პრეს - სამსახურის ინფორმაციით აღნიშნული სწავლება სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება. ღონისძიებებში 70 - ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და სპეციალური ტექნიკის 10 ერთეულია ჩართული - წერს "Абхазскийй узел’"– ი.
Print