ისრაელმა ღაზას სექტორს 30 ავიადარტყმა მიაყენა ისრაელის ავიაციამ პალესტინის ღაზას სექტორს,სადაც მოძრაობა ჰამასის დაჯგუფების ისლამისტური ბაზებია განლაგებული, 30 წერტილოვანი დარტყმა მიაყენა, ინფორმაციას ისრაელის შსს ავრცელებს. ქვეყნის არმიაში აღნიშნავენ, რომ ეს დარტყმები სამშაბათს ისრაელის სამხრეთ ტერიტორიაზე,ჰამასის წარმომადგენლების მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმების საპასუხოდ განხორციელდა.
ჰამასის დაჯგუფების წევრები უარყოფენ სროლებთან ყოველგვარ კავშირს. გარდა ამისა, ისრაელი ჰამასს სამი ახალგაზრდას გატაცებასა და მკვლელობაში სდებს ბრალს, რომელთა გვამები ხევრონის მახლობლად აღმოაჩინეს. პალესტინური მოძრაობის წარმომადგნლები ბრალდებებს უარყოფენ.
მასალის გამოყენების პირობები