ისრაელის ხელისუფლება მზადაა ჰამასთან კონფლიქტის დარეგულრებაზე. უცნობია, როგორი იქნება პალესტინური დაჯგუფების პასუხი. ორაშაბათს დაჯგუფების მებრძოლმა ნაწილმა განაცხადა, რომ უარყოფს სამშვიდობო გეგმას, თუმცა ჰამასის წარმომადგენლებმა ბი ბი სი- ს განუცხადეს, რომ ისინი უარს არ ამბობენ დოკუმენტის ხელმოწერაზე, თუმცა მის პირობებზე დაფიქრდებიან. სამშვიდობო ინიციატივა ქაიროდან წამოვიდა, სადაც მოწინააღმდეგე მხარეების დელეგაციები შეხვდნენ ერთმანეთს. პალესტინის ხელისუფლების მონაცემებით, ისრაელსა და ჰამასს შორის ავიადრტყმების გაცვლის შედეგად, ღაზას სექტორში 189 ადამიანი დაიღუპა, რომელთა 75% -ს მშვიდობიანი მოსახლეობა შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები