Error
რეგიონი
დე ფაქტო აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში თურქეთის დიასპორაც მიღებს მონაწილეობას
დე ფაქტო აფხაზეთის სავაჭრო - სამრეწველო პალატის ვიცე - პრეზიდენტმა, სენერ გოგუამ ადგილობრივ მედიასთან შეხვედრისას, დე-ფაქტოს აფხაზეთის პარლამენტის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომელმაც არჩევნების შესახებ კონსტიტუციურ კანონში ცვლიელებების შეტანაზე თანხმობა განაცხადა. აღნიშნული ცვლილებების მიხედვით, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას თურქეთის აფხაზური დიასპორა და ასევე რეპატრიანტები შეძლებენ. დე ფაქტო აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნები 24 აგვისტოს გაიმართება. პრეზიდენტობის კანდიდატებად წარდგენილნი არიან: ასლან ბჟანია, ლეონიდ ძიაპშბა, მირაბ ქიშმარია და რაულ ხაჯიმბა.
Print