Error
რეგიონი
გაგრას და იტალიის ქალაქ ასიზის ე.წ. მეგობრობის შესახებ შეთანხმება გაუქმებულია
ე.წ. მეგობრობის შესახებ შეთანხმება იტალიის კანონმდებლობის შესაბამისად გააუქმა.  როგორც იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, იტალიურ უწყებებსა და უცხოურ ინსტიტუტებს შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნებართვის გარეშე ხელმოწერილ შეთანხმებას ძალა არ გააჩნია, ხელმომწერ მუნიციპალიტეტების მხრიდან მათი გაუქმებისგან დამოუკიდებლად. იტალიის საგარეო უწყება  ცალსახად აღნიშნავს იტალიის სახელმწიფოს პოლიტიკას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის თაობაზე.
“იტალიაში მოქმედებს კანონი. ამ კანონის მიხედვით, ნებისმიერი საერთაშორისო ხასიათის ხელშეკრულება, რომელსაც გააფორმებს იტალიის რომელიმე ქალაქი, სოფელი თუ დაბა შეთანხმებული უნდა იყოს იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრისთან და იტალიის ხელისუფლებასთან. ეს არის მოქმედი კანონი.  შესაბამისად, თუ კი სადმე რომელიმე მერი ან ნებისმიერი იტალიელი რაიმე სახის ხელშეკრულებას გააფორმებს რაც არ ეთანხმება იტალიის ხელისუფლებას და არ არის შესაბამისობაში იტალიის პოზიციასთან საქართველოსთან დაკავშირებით და იცით, რომ ეს არის საქართველოს ტერიტორული მთლიანობის უპირობო პატივისცემა,  ავტომატურად  მსგავსი სახის შეთანხმებები ბათილდება. შესაბამისად გაგრის, და ასიზის ე.წ. ხელშეკრულება  გაუქმებულია“, - განაცხადა იტალიაში საქართველოს ელჩმა კახა სიხარულიძემ.
ინფორმაცია იტალიის ქ.ასზიზსა და გაგრას შორის ე.წ. მეგობრობის შეთანხმების გაფორმების თაობაზე 2014 წლის 8 მაისს გავრცელდა.
Print