Error
რეგიონი
ცხინვალი ადმინისტრაციულ საზღვარზე 5 დღით მოქალაქეთა გადაადგილებას კრძალავს
ე.წ. სამხრეთ ოსეთის მარიონეტული რეჟიმი 5 დღით საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვარზე მოქალაქეთა გადაადგილებას კრძალავს. დეფაქტო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახურის ცნობით, უსაფრთხოების ზომების გაძლიერების მიზნით, რაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მემორიალურ ღონისძიებებს უკავშირდება, 6 აგვისტოდან ადმინისტრაციული საზღვრის გამარტივებულ მონაკვეთებზე მოქალაქეების გადასვლა წყდება. აკრძალვა 11 აგვისტოდან მოიხსნება.
Print