
ირანმა საძიებო საიტ Google-ზე და შასაბამისად ელექტრონულ ფოსტაზე Gmail წვდომა დაბლოკა, რათა თავის მოქალაქეებს ლოკალური რესურსების გამოყენებისკენ უბიძგოს. გარდა ამისა ხელისუფლებას სურს გამორიცხოს YouTube-ის ვიდეო ჰოსთინგზე განთავსებული ფილმის „ისლამის უცოდველობა“ ნახვის შესაძლებლობა, ამ უკანასკნელმა, როგორც იცით, დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია მთელს მუსულმანურ სამყაროში.
მეზობელი პაკისტანის რკინიგზის მინისტრმა განაცხადა, რომ სკანდალური ფილმის "ისლამის უცოდველობის" ავტორის თავის სანაცვლოდ 100 000 დოლარისს გადაიხდის.
მასალის გამოყენების პირობები