დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ხითბამ იტალიურ გეოპოლიტიკურ ჟურნალ "Limes" -სთან ინტერვიუში ქართულ აფხაზური კონფლიქტის სხვადასხვა ასპექტებზე, ისტორიასა და და თანამედროვე ეტაპზე ისაუბრა. ხინთბამ აღნიშნა რომ თბილისი ცდილობს დივერსიულ-ტერორისტული მოქმედებით გამოიწვიოს დესტაბილიზაცია გალის რაიონში, თუმცა, მისი სიტყვებით, სოხუმის ძალიხმევის შედეგად, სიტუცია ბოლო დროს შედარებით სტაბილურია.
ჟურნალისტთან საუბარში ხინთბა შეეხო აფხაზეთისა და რუსეთის სტრატეგიულ პარტნიორობას, ჟენევის ამიერკავკასიის უსაფრთხოების დისკუსიების როლსა და პერსპექტივებს და ჩრდილოეთ კავკასიის მოძმე ხალხთან ურთიერთობას. აფხაზეთის მომავალზე საუბრისას ირაკლი ხინთბამ აღნიშნა: "მე მსურს, რომ ევროპული ქვეყნების მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ აფხაზეთი არასოდეს დაბრუნდება საქართველოს შემადგენლობში".
"Limes"-ის კორესპონდენტი ჩეჩილია ტოზი ვრცელ მასალას ამზადებს აფხაზეთზე.
apsnypress
მასალის გამოყენების პირობები