Error
რეგიონი
სკანდალური ფილმის "ისლამის უცოდველობა" პროდიუსერი დააპატიმრეს
ლოს-ანჟელესში დაპატიმრებულია ფილმის „ისლამის უციდველობა“ პროდიუსერი, რომელიც ეჭვმიტანილია 14-წუთიანი რგოლის ინტერნეტში განთავსებაში. ამ შემთხვევაში, მის დაპატიმრებასთან ფილმს არანაირი კავშირი არა აქვს - ნაკულა ბასელი ნაკულა პირობითი სასჯელის დარღვევისთვის დააკავეს. 2010 წელს ნაკულა საბანკო ბარათებთან დაკავშირებული თაღლითობისთვის დააპატიმრეს. მას უფლება ჩემოერთვა ესარგებლა ინტერნეტით, „სპეციალური ნებართვის გარეშე“. შესაძლოა დღეს სასამართლომ განიხილოს პროდიუსერის  გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების ვარიანტი, თუმცა, თუკი ნაკულას სკანდალური რგოლის განთავსებასთან კავშირი დამტკიცდა, ბრალდების მხარე არ გამორიცხავს მის საპატიმროში დაბრუნებას. ფილმმა „ისლამის უცოდველობა“, რომელშიც მუჰამედ წინასწარმეტყველი უღირსად არის წარმოდგენილი, არაბულ სამყაროში დიდი მღელვარება გამოიწივია. ასობით ადამიანი დაზარალდა. ოთხი ამერიკელი, მათ შორის აშშ-ს ელჩი ლიბიაში, ბენღაზიში ალ-ქაიდას ბოევიკებმა მოკლეს.    euronews
Print