არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ოკუპირებული აფხაზეთიდან ამ დროისთვის დაახლოებით 2000-მდე ადამიანი გადმოვიდა. ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარეში წარმომადგენელმა თორნიკე კილანავამ განაცხადა.
„დღეს დილიდან ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო ზოლი დაახლოებით 2000 მდე პიროვნებამ გადმოკვეთა და ხმის მიცემა შეძლო, მოქალაქეებმა საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთა შედარებით მშვიდ ვითარებაში შეძლეს, ხალხის მონდომება მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და მათი აქტივობა საკმაოდ მაღალია" - განაცხადა კილანავამ.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის, გალის რაიონში 45 ათასი საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს, მათ შორის ნაწილმა რამდენიმე დღით ადრე მოახერხა საოკუპაციო ზოლის გადმოკვეთა, ნაწილი კი ამ დროისთვის გადმოდის და მოქალაქეობრივი ვალის მოხდას განაგრძობს.
მასალის გამოყენების პირობები