
თურქეთის არმია სირიის ტერიტორიის მიმართულებით სროლებს აგრძელებს.
სირიის ტერიტორიიდან მოსაზღვრე პროვინციაში ყუმბართმტყორცნიდან სროლების შემდეგ თურქეთის არმიამ საარტილერიო ცეცხლი გახსნა, თუმცა სროლებს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი სირიასთან ომს არ აპირებს, თუმცა ყველას მოუწოდებს, ანკარას მოთმინებას ნუ გამოცდიან.
შეგახსენებთ, რომ 3 ოქტომბერს თურქეთმა სირიის საზღვარზე მომხდარი ინციდენტის საპასუხოდ, რომელსაც 5 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 10 კი დაიჭრა, სირიის ტერიტორიის მისამართით ცეცხლი გახსნა. ზოგიერთი მონაცემებით, თურქეთის საარტილერიო სროლების შედეგად რამდენიმე სირიელი სამხედრო დაიღუპა.
სირიის ხელისუფლებამ ინციდენტის გამო ბოდიში მოიხადა. ნატო-მ და გაერო-მ კი სირიისგან თურქეთის წინააღმდეგ ნებისმიერი აგრესიული აქტის დაუყონებლივი შეწყვეტა მოითხოვეს.
მასალის გამოყენების პირობები