რეგიონი
რაულ ხაჯიმბა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფორმირებას განაგრძობს
დე ფაქტო აფხაზეთის,ახლადარჩეულმა,ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ,სამშაბათს,1 ოქტომბერს,ხელი მოაწერა განაკარგულებებს ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეების დანიშვნის შესახებ. აღნიშნული განკარგულებების თანახმად, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე დიმიტრი შამბა გახდა, ხოლო მოადგილის თანამდებობა - დაურ უსტა-აჰმედ-ოღლიმ დაიკავა.
Print