Error
რეგიონი
თაგილონში დაუდგენელმა პირებმა 50 წლის ანატოლი ბერაია გაიტაცეს
14 ოქტომბერს გალის რაიონიდან, სოფელ თაგილონის მკვიდრი, ანატოლი ბერაია გაიტაცეს. აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელი თორნიკე კილანავა რადიო “ათინათთან” საუბრისას აცხადებს, რომ მათთვის პიროვნების გატაცების მიზეზი უცნობია. მამაკაცი 50 წლის არის და მას ოჯახის წევრები ოკუპირებულ რეგიონში ჰყავს. იგი საკუთარი სახლიდან რამდენიმე ათეული მეტრის მოშორებით იქნა გატაცებული. აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლებისთვის ამ ეტაპზე სხვა სახის ინფორმაცია უცნობია.
Print