Error
რეგიონი
გაგრაში იარაღის სამალავი აღმოაჩინეს
გაგრაში, მამზიშხას მთის რაიონში იარაღისა და საბრძოლო მასალის სამალავი აღმოჩინეს. რუსი ძალოვანების მონაცემებით, იარაღი რუსეთში გადასატანად იყო გამზადებული. სამალავში აღმოჩენილია კალაშნიკოვის სამი ავტომატი, ხელის სამი ტაკსაწინააღმდეგო ყუმბართმტყორცნი, 4 ყუმბარა, ვაზნების დიდი რაოდენობა და 700 გრამი ტროტილი. „ამოღებულია ასევე რუსეთის ფედერაციაში გადასასვლელი გზების ორი საიდუმლო რუქა,“ - ნათქვამია რუსეთის შსს-ს ჩარდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის განყოფილების საიტზე. ამასთან, გამოვლენილია იარაღის რუსეთში არალეგალურად მიწოდების გზა. რუსული მხარისინფრომაცით, ოპერატიულ ღონისძიებებში აფხაზური მხარეც იღებდა მონწილეობს. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. აფხაზური წყაროები აღნიშნულ ინფორმაციას ჯერ არ ადასტურებენ. ეს უკვე მეთორმეტე სამალავია, რომელიც მიმდინარე წელს აფხაზეთის ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი.   abhaz-uzel
Print