რეგიონი
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 29-ე რაუნდი დღეს და ხვალ გაიმართება
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 29-ე რაუნდი დღეს და ხვალ გაიმართება. შეხვედრების ფარგლებში განხილვის მთავარი საკითხები კვლავ უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედება, ძალის გამოუყენებლობა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება იქნება. ქართული მხარე შეხვედრაზე საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებაზე - მდინარე ენგურის გასწვრივ არსებული ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტების დახურვის შესახებაც იმსჯელებს.
Print