Error
რეგიონი
თაგილონიდან გატაცებული ანატოლი ბერაია გამოსასყიდის სანაცვლოდ სახლში დააბრუნეს
გალის რაიონის სოფელ თაგილონის მცხოვრები, 13 ოქტომბერს გატაცებული ანატოლი ბერაია გათავისუფლებულია. 18 ოქტომბერს დილას ის სახლში დაბრუნდა, ამის შესახებ ადგილობრივ მედიას გალის მილიციის უფროსმა ლოურენს კოღონიამ განუცხადა. ბერაიას ნათესავის განცხადებით, 150 ათასი რუბლი მათთვის გამტაცებლების მიერ ტელეფონით მითითებულ ადგილზე მიიტანეს, რის შემდეგ ანატოლი ბერაია გაათავისუფლეს. შეგახსენებთ, მანამდე გამტაცებლები მისი ნათესავებისგან 50 ათასი დოლარის ოდენობის გამოსასყიდს ითხოვდნენ. ამჟამად გატაცების დეტალები ირკვევა.   apsnypress
Print