Error
რეგიონი
ჟენევის დისკუსიების მონაწილეების ერთობლივი მუშაობა ძალის გამოუყენებლობის შესახებ განცხადებაზე, მორიგ 22–ე რაუნდზე გაგრძელდება
ამის შესახებ დე – ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანაშემწემ, ინარ გიცბამ განაცხადა სოხუმში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, რომელიც ამიერკავკასიის უსაფრთხოების შესახებ ჟენევის მოლაპარაკებების 21–ე რაუნდის შედეგებს მიეძღვნა. გიცბა განცხადების ტექსტის პროექტის შემუშავებაში მონაწილეობდა. "ტექსტში არის მომენტები, რომლებიც ჩვენს კითხვებს იწვევენ, ისინი არ ითვალისწინებენ ახალ პოლიტიკურ – სამართლებრივ რეალობას, რომელიც 2008 წლის შემდეგ შეიქმა სამრხრეთ კავკასიაში, კერძოდ, პარაგრაფი უასფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შესახებ. ყოველმა მხარემ ის პუნქტები აღნიშნა, რომლებიც მათ კითხვებს იწვევენ. მორიგ 22–ე რაუნდზე მუშაობა გაგრძელდება" - განუცხადა ჟურნალისტებს ინარ გიცბამ.
Print