Error
რეგიონი
ლაკერბაიას აზრით საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციების მუშაობა გალის რაიონში უნდა გაძლიერდეს
დე-ფაქტო აფხაზეთის ე.წ. პრემიერ–მინისტრის ლეონიდ ლაკერბაიას განცხადებით, ის დიდად აფასებს საერთაშორისო ორგანზაციების წვილს და მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ მათი მუშაობის კონცენტრირება გალის რაიონზე მოხდეს. ამის შესახებ ლაკერბაიამ შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰუმანიტრული დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, მანუელ ბესლერთან შეხვედრისას განაცხადა. «ჩვენ თვლით, რომ აფხაზეთის მთელს ტერიტორიაზე უნდა არსებობდეს ისეთი ორგანიზაცია, როგორიცაა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, რომელიც მუშაობს ისეთ მნიშვნელოვან და მტკივნეულ თემაზე, როგორიცაა, უგზო–უკვლოდ დაკარგულები»,  -განაცხადა დე ფაქტო პრემიერმა. მისი სიტყვებით, ამ მხრივ დიდი სამუშაო გასწია ორგანიზაციამ „ექიმები საზღვრებს გარეშე“. «ჩვენ გვინდა მიმვართოთ მათ თხოვნით კიდევ ერთი წლით გააგრძელონ ტუბერკულოზის მკურნალობის პროგრამა, რადგან 2013 წ. მწყობრში შევა ჩვენს მიერ რეკონსტრუირებული ტუბსაავდამყოფო“, - განაცხადა ლაკერბაიამ – „UNISEF – ის მუშაობის წყალობით ჩვენ გვაქვს ბავშვებისა და აცრების მონაცემთა სრული ბაზა“, წერს «აფსნიპრესი». სხვა ორგანიზაციების მიმართ დე ფაქტო ხელისუფლებას განსხვავებული დამოკიდებულება აქვს, თუმცა არ უარყოფს მათ როლს აფხაზეთის მეურენეობისა და ყოფის გუმჯობესებაში. „ რუსეთის ფედერაციის დახმარებისა და ასევე საკუთარი შესაძლებლობების გათვალისწინებით, ჩვენ ვთავაზობთ დანარჩენ ორგანიზაციებს მთელი ძალისხევა ამიერიდან გალის რაიონზე გადაიტანონ“,–ამბობს ლაკერბაია, რადგან, მისი თქმით, ეს საგრძნობლად გააუმჯობესებს სიტუაციას საზღვრისპირა რაიონში.   ekhokavkaza  
Print