Error
რეგიონი
აფხაზეთ–რუსეთის ე.წ. საზღვარზე მანდარინის სეზონისთვის ემზადებიან
აფხაზეთიდან რუსეთში შესატანი მანდარინების სეზონის მოახლოებასთან ერთად საბაჟო სამსახურმა ე.წ. საზღვარზე გადასვლის წესები გაამკაცრა. განბაჟების გარეშე ახლა მხოლოდ პირადი მოხმარებისათისთვის განკუთვნილი, არაუმეტეს 50 კგ, ხილის ან ბოსტნეულის შეტანა იქნება შესაძლებელი. კანონის დამრღვევი დაჯარიმდება, ხოლო მალფუჭებადი საქონელი კონფისკაციას დაექვემდებარება. საზღვარზე ხილის მსხვილი პარტიის გადატანის მსურველებმა უნდა გადაიხადონ საბაჟო მოსაკრებელი  და შესაბამისი საბაჟო დოკუმენტები წარადგინონ, – წერს „აფსნიპრესი“. აღნიშნული დოკუმენტების მიღება მხოლოდ კერძო მესაკუთრეებს და იურიდიულ პირებს შეეძლებათ . აიკრძალება საქონლის გადატანის მიზნით დღეში საზღვრის მრავალჯერადი გადაკვეთის მცდელობა,– აღნიშნავს სააგენტო.
Print