რუსეთის საინჟინრო-განაღმვითი ქვედანაყოფის სპეციალისტები აფხაზეთის ტერიოტორიაზე წებელდასა და ნაგვალოუს სასწავლო-საწვრთნელი კომპლექსების ნაღმებისგან სრულ გასუფთავებას აწარმოებენ.
აღნიშნული ტერიტორიის ფართობი დაახლოებით 12 ჰა, რომლის ნახევარი მთიან მიდამოებშია განლაგებული. რუსი სამხედროები მუშაობისას სპეციალურად გაწვრთნილ ნაღმის მაძეიებლ ძაღლებს და ასევე უახლეს ნაღმმაძიებლებს («Коршун») გამოიყენებენ,- წერს „აფხაზსკი უზელ“-ი.
სააგენტოს ინფორმაციით მიმდინარე წელს აფხაზეთში დისლოცირებული რუსეთის სამხედრო ბაზაზე სწავლების ინტენსივობა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით გასულ წელთან შედარებით 20%-ით გაიზარდა. მხოლოდ 2012 წლის ზაფხულის პერიოდის სწავლების 5 თვის განმავლობაში რუსული ქვედანაყოფების მიერ სხვადსხვა ტიპის 4 მილიონზე მეტი საბრძოლო მასალა დაიხარჯა.
abhaz-uzel
მასალის გამოყენების პირობები