Error
რეგიონი
ბელორუსმა შეიძლება შეცვალოს პოზიცია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების შესახებ
ბელორუსის პოზიცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ჯერჯერობით უცვლელი რჩება, მაგრამ მომავალში შესაძლოა ის გადაიხედოს. ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის ვლადიმირ მაკეის განცხადებით, ის არ გამორიცხავს, რომ რესპუბლიკა შეიძლება დაუბრუნდეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების თემას, თუმცა მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება მხოლოდ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის თემა, მინსკში შემდგარ რუსეთისა და ბელორუსის საგრეო უწყებათა წარმომადგენლების მოლაპარაკებებზე განიხილებოდა. მაკეიმ დ მისმა რუსმა კოლეგამ, სერგეი ლავროვმა საერთაშორისო არენაზე ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთქმედების საკითხებში უთანხმოების არარსებობის შესახებ განაცხადეს.   interfax
Print