
500-მდე უმცროსი სპეციალისტი, რომლებმაც მომზადება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცენტრებში გაიარეს, გეგმიური ჩანაცვლების ფარგლებში, აფხაზეთში დისლოცირებული რუსეთის სამხედრო ბაზებზე სამხედრო სამსახურის გასავლელად ჩავიდა.
გარდა ამისა, უახლოეს დროში შემდგენლობა კიდევ ათასამდე ახალწვეულით შეივსება, რომლებიც ამჟამად მოსამზადებელ კურსს გადიან. გეგმიური ჩანაცვლება ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება, თუმცა სამხედრო ბაზის პირადი შემადგენლობის რიცხოვნობა ამის შედეგად არ შეიცვლება, - წერს „აბხაზსკი უზელ“.
მასალის გამოყენების პირობები