რეგიონი
რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ამოქმედდა
1 იანვრიდან, საქართველოს საზღვრის აფხაზურ მონაკვეთსა და რუსეთს შორის ახალი საბაჟო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ამოქმედდა. შესაბამისად, გაუქმებულია ტვირთებზე საბაჟო გადასახადები. აფხაზური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრემიერმა, შამილ აძინბამ განაცხადა. "ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ასეთი ცვლილებები ჩვენი მოქალაქეების საქმიან აქტივობას კიდევ უფრო გაზრდის", - განაცხადა აძინბამ. ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს 2014 წლის 24 ნოემბერს გაფორმებული "მეკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ე.წ. შეთანხმება ითვალისწინებს.
Print