რეგიონი
გალის რაიონში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის კადრები გავრცელდა
ოკუპირებული აფხაზეთის მედიასაშუალებები გალში შეიარაღებული თავდასხმის კადრებს ავრცელებენ, რომლის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა - რუსეთის ეფ-ეს-ბეს ერთი მესაზღვრე, საოკუპაციო რეჟიმის სპეცდანიშნულების წარმომადგენელი და 3 ეჭვმიტანილი, თუმცა კადრებში მხოლოს 2 გარდაცვლილი ჩანს. ყველა მათგანის ვინაობა დადგენილია. ინციდენტი სოფელ სიდასთან ახლოს მოხდა. როგორც საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. ძალოვანი უწყება განმარტავს, ოთხმა ადგილობრივმა სოფელ ჭუბურხინჯიდან 30 წლის მამაკაცი გაიტაცა, რომელმაც გაქცევა მოახერხა და დახმარება ითხოვა. სწორედ ამას მოჰყვა შეიარაღებული დაპირისპირება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე მეოთხე ეჭვმიტანილის ძებნა ამ დრომდე გრძელდება.
Print