რეგიონი
აფხაზურ დელეგაციას ბელგრადის ტურისტულ გამოფენაზე დროშა ჩამოახსნევინეს

სერბეთში, ბელგრადში  Sajam Fair-ის ტურისტულ გამოფენაზე აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის დელეგაციას ,,სახელმწიფო" სიმბოლიკა ჩამოართვეს.  ამის შესახებ გამოცემა სპუტნიკ-ს დე ფაქტო აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა  გენადი გაგულიამ განუცხადა.

"აფხაზეთის სტენდიდან საქართველოს, პოლონეთისა და საფრანგეთის დელეგაციების მიერ გამოთქმული საყვედურის გამო, რესპუბლიკის სახელმწიფო დროშა ჩამოხსნეს", - ამბობს გაგულია. ამის მიუხედავად, მისი თქმით, გამოფენა არ ჩაშლილა და აფხაზურმა სტენდმა დიდი ინტერესი გამოიწვია.

ბელგრადში 37-ე საერთაშორისო, ტურისტული გამოფენა Sajam Fair 19 თებერვალს გაიხსნა. გამოფენაში 50-მდე ქვეყანა მონაწილეობდა.

Print