Error
რეგიონი
აფხაზეთთან ადმინისტრაციულ საზღვარზე ახალი გამშვები პუნქტები გაიხსნება
ენგურის ხიდზე განლაგებულ ადმინისტრაციულ საზღვარზე გადასვლა მოწესრიგებულია, ამის შესახებ ალექსანდრე ანქვაბმა  დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა,- წერს  “Абхазский узел» . ანქვაბის თქმით ენგურის ხიდზე გადასვლა ახლა „ძალიან მკაცრია“ და დადგენილია, დოკუმენტები, რომლებიც საჭიროა „სახელმწიფო საზღვრის „ გადასაკვეთად. „გალის რაიონის მცხოვრებლებს ძირითადად ფორმა  №9 გააჩნიათ, რომელზეც ათობით ბეჭედია დასმული. ჩვენ თანდათან ვაჩვევთ ადამიანებს წესრიგს და იმას, რომ საზღვრის გადაკვეთისას, ისინი აუცილებლად ტარდებიან კომპიუტერულ მონაცემთა ბაზაში. ამასთან დაკავშირებით სიტუაცია საგრძნობლად გაუმჯობესდა“,–განაცხადა ანქვაბმა -მანვე აღნიშნა რომ მიღებულია გადაწყვეტილება მარტში კიდევ სამი გამშვები პუნქტის გახსნის შესახებ. „ეს გაცილებით უკეთესი იქნება მათთვისაც, ვინც ბოროტი ზრახვების გარეშე, მაგრამ მაინც კვეთს სახელმწიფო საზღვარს დაბალ ზონაში“,-  განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა. ამავე ინფორმაციით, იმ პირებს,  ვინც ადმინისტრაციულ საზღვარს ქართული მხრიდან გადაკვეთენ, საზღვარგარეთის პასპორტი უნდა ჰქონდეთ. "ეს სახელმწიფო საზღვარია და უცხოელებმა ის საზღვარგარეთის პასპორტით უნდა გადაკვეთონ"- განაცხადა ანქვაბმა. Абхазский узел
Print