რეგიონი
რუსეთმა აფხაზეთი-საქართველოს ე.წ. საზღვარზე ჯარები განათავსა
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მოწვევით, 10-12 მარტს რუსეთს სამუშაო ვიზიტით აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა ეწვევა. როგორც ცნობილია, 11 მარტს დაგეგმილ შეხვედრაზე მხარეები რუსეთ-აფხაზეთს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების საკითხს განიხილავენ. „გამომდინარე იქიდან, რომ თბილისი ძალის გამოუყენებლობის ხელშეკრულების ხელის მოწერაზე ჯიუტად უარს აცხადებს, აფხაზეთის დაცვის მიზნით, რუსეთმა აფხაზეთი-საქართველოს ე.წ საზღვარზე ჯარები განათავსა“, - ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული. განცხადების მიხედვით, ორ ქვეყანას შორის გაფორმებული მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ე.წ ხელშეკრულების მიხედვით, რუსეთი ვალდებულია აფხაზეთი საქართველოსგან დაიცვას.
Print