რეგიონი
დე ფაქტო აფხაზეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს
თვითაღიარებული აფხაზეთის პრემიერ-მინისტრად ე.წ. პარლამანეტის დეპუტატი, ეკონომისტი არტურ მიქვაბია დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას რაულ ხაჯიმბამ მოაწერა ხელი. ინფორმაციას ეხო "ეხო კავკაზა" ავერცელებს.
„მოთხოვნები კიდევ უფრო გამკაცრდება, განხორციელდება ცვლილებები, რომლებზეც ვამბობდი" – განუცხადა ხაჯიმბამ ახალი პრემიერის წარდგენისას ე.წ. მინისტრების მოვალეობის შემსრულებლებს.
არტურ მიქვაბიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მის წინაშე დასახული მიზნების შესახებ „რამდენიმე წუთის წინ შეიტყო".
მასალის გამოყენების პირობები