Error
რეგიონი
რუსეთის პოლიცია მარტში ელექტროშოკერებს მიიღებს
რუსეთის პოლიცია ელექტროშოკერებს, პირველ ჯერზე 2,5 ათასის ოდენობით, მიმდინარე წლის 15 მარტამდე მიიღებს. უფრო ადრე, რუსეთის შსს– მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 57 მილიონი რუბლის ღირებულების 6,8 ათსზე მეტი ელექტროშოკერის შეძენას გეგმავდა. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიცია ელექტროშოკერების არსებული სამი კლასიდან, ყველზე მძლავრი, პირველი კლასის АИР-107У–ს შეისყიდის. ის არა მარტო შეხებით, არამედ 4–5 მეტრის მანძილზეც მოქმედებს. აღნიშნული მოწყობილობის ძაბვის დიაპაზონი მისი მოქმედებაში მოყვანისას 70 –დან 120 კილოვოლტამდეა. bbc
Print