რეგიონი
სოხუმში მაღალჩინოსანი პოლიციელი დაჭრეს

უცნობმა პირმა დე ფაქტო აფხაზეთის შსს-ს დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების უფროსის მოადგილე ბადრი ჯიკირბა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა.

მილიციის ოფიცერზე თავდასხმის ვერსიად ე.წ. პროკურატურა შურისძიებას განიხილავს.

დე ფაქტო აფხაზეთის შსს-ს მონაცემებით, სოხუმში 11 ივნისს, ბენზინგასამართ სადგურთან მილიციის კაპიტანი ჯიკირბა მარცხენა მხარში დაჭრეს. გასროლა განორციელდა Mitsubishi Outlander მარკის ავტომობილიდან, რომლის მფლობელის ვინაობა ამ დროისათვის დადგენილია, წერს "ინტერფაქსი".

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

Print