Error
რეგიონი
ალექსანდრე ანქვაბი: "მე მზად ვარ ყველას ვესაუბრო, თუმცა არანაირ ულტიმატუმს არ მივიღებ"
რუსეთის ფედერაციაში მიმდინარე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ალექსანდრე ანქვაბი მოსკოვში აფხაზეთის ე.წ. საელჩოს ეწვია. მას თან ახლდა დელეგაცია, დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის ლეონიდ ლაკერბაიას ხელმძღვანელობით. აფხაზეთის ე.წ. ელჩი რუსეთში იგორ ახბა ანქვაბს უწყების მუშაობაზე ესაუბრა. მან აღნიშნა, რომ ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, საკონსულოს განყოფილება მოქალაქეთა მიღებას აწარმოებს. ალექსანდრე ანქვაბი ასევე მოსკოვის აფხაზური დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებმაც შეშფოთება გამოხატეს აფხაზეთში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკური მოვლენებთან დაკავშირებით. ამაზე ანქვაბმა უპასუხა, რომ მზადაა ყველასთან ისაუბროს, მაგრამ მისთვის მიუღებელია ულტიმატუმები, წერს „აფსნიპრესი“.
Print