„სიმღერა სამეგრელოზე"- საერთაშორისო ფესტივალი ხობში (ვიდეო)
16:37 / 05.10.2015
2-3 ოქტომბერს ხობის მუნიციპალიტეტში
მეგრული სიმღერების საერთაშორისო ფესტივალი „სიმღერა სამეგრელოზე"
მეშვიდედ ჩატარდა. წლევანდელი ფესტივალი ლეგენდარულ თამარ
გვერდწითელისა და ანსამბლ "რუსთავის" შემოქმედებას მიეძღვნა. ხობის
საერთაშორისო ფესტივალში ქართველი ესტრადის მომღერლებთან ერთად
რეგიონების ფოლკლორული ანსამბლები იღებდნენ მონაწილეობას.მოეწყო სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი
წიგნებისა და კომპაქტ დისკების პრეზენტაცია. წლევანდელ ფესტივალზე
პირველად გაიმართა ეთნოკუთხეების გამოფენა. ჭადრების ხეივანში
რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტმა საკუთარი კუთხე წარმოადგინა,
სადაც ხალხური რეწვის ნიმუშები, კერამიკული ნამუშევრები და მეგრული
სამზარეულო იყო გამოფენილი. ფესტივალს უამრავი საპატიო სტუმარი
დასწრო.კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ანსამბლ „რუსთავის“
დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი
ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კულტურის
სამინისტროს სპეციალური ჯილდოთი „ხელოვნების ქურუმი“ დააჯილდოვა.
თამარ გვერდწითელს ხობის მუნიციპალიტეტის ხელისუფლებამ ხობის
საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა. ხობის მეგრული სიმღერების
საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის,
უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა -კურთხევით
ჩატარდა.
მასალის გამოყენების პირობები