რეგიონი
ზუგდიდში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემის მშენებლობა იწყება
„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ინფორმაციით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შპს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა“ და სამშენებლო კომპანია „ას-ინშაათ-ნ“- ს შორის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. პროექტის ფარგლებში სათავე ნაგებობა, სატუმბი სადგური, მაგისტრალური მილსადენი და გამანაწილებელი ქსელები აშენდება, მოხდება მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება. სამშენებლო სამუშაოებზე 150-მდე ადამიანი დასაქმდება. ხელშეკრულების ღირებულება 40 მილიონ დოლარს შეადგენს.  პროექტის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი და საქართველოს მთავრობა აფინანსებს.
Print